შესაბამისი ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და გოგა გულორდავა არიან.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თამბაქოს ნაწარმის – საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს, შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების 15-გრამიანი შესაფუთში მიწოდება/გაყიდვა ისევე იქნება შესაძლებელი, როგორც 50 და 100 გრამიან შესაფუთებში.
ახალი საკანონმდებლო რეგულაციის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმაც. კერძოდ, პროექტით კონკრეტდება, რომ 15, 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის გარდა, სხვა მასის პირველად შესაფუთებში დაფასოებული თამბაქოს მიწოდება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.