თელავის უნივერსიტეტის პროფესორს ფიზიკურად გაუსწორდნენ
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოს თენგიზ სიმაშვილს რამდენიმე საათის წინ თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თენგიზ სიმაშვილის თქმით, მის საცხოვრებელ სახლში ერთი პირი შეიჭრა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სიმაშვილი განმარტავს, რომ დაპირისპირება და უთანხმოება არავისთან აქვს და ის მომხდარ ფაქტს მის მიერ წამოწყებულ სოციალურ კამპანიას უკავშირებს, რომლის ფარგლებშიც თელავში, გიგოს გორაზე მემორიალური პარკის გახსნას ითხოვენ. პროფესორის მტკიცებით, სოციალური კამპანია თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინტერესებს ეწინააღმდეგება და შესაბამისად მისი ფიზიკური ანგარიშსწორების უკან შოთა ნარეკლიშვილი დგას.
,,ამ ორი დღის წინ შემომითვალეს მუქარა, არ ვიცი რა მიზეზით. ეს მუქარა ფაქტობრივად მივიღე საშიშროებად და დავწერე განცხადება და დავუტოვე მეგობრებს და ჩემს ადვოკატს.
დღეს სახლში რომ მივედი, გაჩერდა მანქანა, შემოვარდა სახლში ერთი პირი, რომელმაც დამიწყო გინება და მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მითხრა მკვდარი ხარო.
ეს ადამიანი ადგილობრივი გოჩა გოდერძიშვილია, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ახლობელია. ის ასევე ,,ქართული ოცნების’’ აქტივისტი იყო არჩევნების დროს და ახორციელებდა ზეწოლას ამომრჩეველზე აღიშნული პარტიის სასარგებლოდ. სწორედ ერთ-ერთი ვერსიით ამ საკითხით დაინტერესებულია შოთა ნარეკლიშვილი. მე სხვა მიზეზი ან დაპირისპირება ამ ადამიანთან და არც სხვასთან არ მაქვს.
გასულ თვეს აქტიურ თელაველებთან და ჩემს მეგობრებთან ერთად წამოვიწყე სოციალური კამპანია, რომ თელავში გაიხსნას რეპრესირებულთა მუზეუმის და მემორიალური პარკი გიგოს გორაზე. ეს არის ადგილი, სადაც საბჭოთა რეჟიმი გამოჩენილ ადამიანებს ხვრეტდა. ამ მოთხოვნით მოვაგროვე ხელმოწერები და წარვადგინე საკრებულოში. სწორედ ამ საკითხზე ვიყავი ორშაბათს მისული საკრებულოში.
მოვითხოვ, გადამოწმდეს აღნიშნული პირის და შოთა ნარეკლიშვილის კავშირები, მიმოწერები და გაირკვეს ეს საკითხი შესაბამისი სამსახურების მიერ’’,- განუცხადა knews.ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.

პროფესორის თქმით, ის თავის დასაცავად ყველა კანონიერ გზას მიმართავს.
,,ამ დღეებში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჩემი და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება უნდა განიხილოს. ეს კი არ შედის თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინტერესებში. გარდა ამისა, არ მაქვს იმედი, რომ ძალოვანი სტრუქტურები მოახდენენ ჩემდამი გამოთქმული მუქარის პრევენციას. ამიტომ მივმართავ ყველა კანონიერ გზას თავის დასაცავად’’,- აღნიშნა თენგიზ სიმაშვილმა.
Knews.ge აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერისგან საპასუხო კომენტარის მოპოვებას შეეცადა, თუმცა შოთა ნარეკლიშვილი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.
მერიის პრესსპიკერის ინფორმაციით, შოთა ნარეკლიშვილი აღნიშნულ ფაქტზე ინფორმირებულია, თუმცა კომენტარს არ აკეთებს.