ახალი ამბები

27 წლის ახალგაზრდას ოჯახი დახმარებას ითხოვს

გურჯაანში მცხოვრები 27 წლის ვასილ კვეზერელის ოჯახი დახმარებას ითხოვს. 

ვასილ კვეზერელი პირველ იანვარს ავარიაში მოყვა. იგი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

ახალგაზრდას ახლობლების თქმით, მისი მკურნალობისთვის საჭირო ფინანსური რესურსი ოჯახს არ გააჩნია, ისინი დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.

ვასილ კვეზერელის დასახმარებლად ბანკში გახსნილია ანგარიში: GE62BG0000000617773100, პირადი ნომერი- 13001061392 მიმღები: თამარ კვეზერელი.