თელავში ტურისტებისთვის ბარგის შემნახველი საკნები მოეწყობა
კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს – DMO – ” Visit Kakheti “-ის ინიციატივით, თელავში ტურისტებისთვის ბარგის შესანახად ე.წ. ,,შემნახველი საკნები‘’ მოეწყობა.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, თინიკო ხანჯალიაშვილი განმარტავს, რომ ეს იქნება თანამედროვე ტიპის ადგილი, სადაც ტურისტს ბარგის შენახვა შეეძლება, ეს კი რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, საკნების დამონტაჟების სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
,,2019 წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზაცია ამ დროს შეიქმნა და საკმაოდ ლიმიტირებული ბიუჯეტით ბევრი საქმის გაკეთება შევძელით.
გასულ წელს ინფრასტრუქტურული მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტი დავიწყეთ. ეს არის ტურისტული შემნახველი საკნების მოწყობა. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. პირველად თელავში განთავსდება და შემდეგ სხვა მუნიციპალიტეტებიც ჩაერთვებიან ამაში’’,- განუცხადა knews.ge-ს თინიკო ხანჯალიაშვილმა.