გურჯაანში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა
გურჯაანში, ტრადიციული, საშობაო ალილო გაიმართა.
შობის მახარობლებმა სამების ტაძრის მოძღვრებთან, მგალობლებთან და მრევლთან ერთად, ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოაწყეს და საშობაო ნობათი შეაგროვეს.
შეგროვებული საშობაო ტკბილეული და საჩუქრები გურჯაანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაცემა.