ახალი ამბები

გურჯაანში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნება

გურჯაანში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ცენტრის გახსნა იგეგმება. სამშენებლო სამუშაოები ტექნოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 2020 წელს დაიწყება.

საქართველოს პარლამენტში გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, უმაღლესი სასწავლებელი მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განვითარებას შეუწყობს ხელს.