დედოფლისწყაროში ქალაქის ნაძვის ხე დაიწვა
დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. ცეცხლი ნაძვის ხეს გუშინ გვიან ღამით გაუჩნდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, ხანძარი ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ ცეცხლი განგებ გააჩინეს თუ არა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი