დედოფლისწყაროში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
დედოფლისწყაროს მუნიციპიტეტის სოფელ ქვემო ქედში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი 25 წლამდე ასაკის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ფორდის მარკის ავტომობილი მესერს შეეჯახა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ფორდის მარკის ავტომობილი მესერს შეეჯახა.
წინასწარი ვერსიით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
შეჯახების შედეგად შავი ფორდის ორივე მგზავრი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დედოფლისწყაროში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.