ახალი ამბები

თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა

თელავში, ჭავჭავაძის ქუჩა N2-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტი, რომლის ღირებულებამ 271 243 შეადგინა, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

უწყების ინფორმაციით, გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შ.პ.ს. ,,ბკ კონსტრაქშენმა,, განახორციელა.