ახალი ამბები

კახეთში სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 3 330 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

საირიგაციო სისტემით სარგებლობას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ნინოწმინდა, გიორგიწმინდა, წყაროსთავი, იორმუღანლო, დუზაგრამა, ლამბალო, ყანდაურას (ნაწილი) მოსახლეობა შეძლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემო ალაზნის ორი არხი, ფაქტობრივად, მთლიანად კახეთის რეგიონს ამარაგებს სარწყავი წლით, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.