ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტში ღვინის კვლევის ლაბორატორია გაიხსნება

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვინის ლაბორატორია უახლოეს ხანში გაიხსნება.

უნივერსიტეტის რექტორის, ირმა შიოშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე შეძენილია თანამედროვე აპატარატურა, რომელიც ლაბორატორიის მუშაობისთვის არის საჭირო.

,,სულ მალე უნივერსიტეტში ღვინის ღვინის ქიმიური შემადგენლობის, ორგანული ნივთიერებების და ტოქსინების კვლევის შესაძლებლობა გვექნება. ამ დროისთვის შეძენილია თანამედროვე აპარატურა და სულ მალე დავიწყებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. გარდა ამისა, ჩვენ ვამაყობთ აგრარული მიმართულების ლაბორატორიით, რომელიც სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის ნიადაგის ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ კვლევებს ატარებს”, განაცხადა ირმა შიოშვილმა.