ახალი წლის ღამეს გურჯაანის ღვაწლმოსილ მოქალაქეებს დააჯილდოებენ
ახალი წლის ღამეს ღვაწლმოსილ გურჯაანელებს დააჯილდოებენ.
წელს მუნიციპალიტეტის დამსახურებულ ადამიანებს სპეციალური კომისია სამ ნომინაციაში გამოავლენს: “გურჯაანის საპატიო მოქალაქე”, ,,წლის გურჯაანელი” და “დამსახურებული მოღვაწე”.
2013 წლიდან დღემდე გურჯაანს 36 საპატიო მოქალაქე ჰყავს, ისინი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან. წინა წლებში მათი დაჯილდოება „გურჯაანქალაქობას“ ხდებოდა, 2017 წლიდან კი ეს წესი შეიცვალა და მათ ახალი წლის ღამეს აჯილდოებენ.