თელავის უნივერსიტეტში ყველა სასწავლო კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციას დააფინანსებს.
განათლების მინისტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება უმაღლესი სასწავლებლის პირველი კორპუისის ფასადს. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ერთ- ერთ კორპუსში ქართულ- გერმანული უმაღლესი პროფესიული კოლეჯიც განთავდსება, რომელიც აგრარული მიმართულების იქნება.
,,თელავის უნივერსიტეტი არის ღირსეული გამგრძელებელი იმ დიდი ინტელექტუალური ტრაციდიციებისა, რომლიც კახეთშია. იმ ტრადიციების, რომელიც დაიწყო იყალთოს აკადემიით და გაგრძელდა ერეკლე მეორის საგანმანათლებლო პოლიტიკით, რომელსაც მოყვა ფილოსოფიური და სახღვთისმეტყველო სკოლის მუშაობა. სწორედ ამ დიდი ისტორიის გამგრძელებელია თელავის უნივერსიტეტი.
წელს სამინისტრო იღებს ვალდებულებას, რომ უნივერსიტეტის გარე ფასადის სრული რეკონსტრუქცია ჩატარდება, ასევე გაიხსნება ქართულ-გერმანული უმაღლესი კოლეჯი’’,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა თელავის უნივერსიტეტის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლის იუბილე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიება თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.