ახალი ამბები

სოფელ მატანში მე-12 კლასის მოსწავლემ თავი მოიკლა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 17 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის სოფელ მატნის 1-ლი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე იყო.

უცნობია, რა გახდა 17 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი. როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს-ს მონაცემებით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) რეგისტრირებულია 1586 დანაშაული.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი