ახალი ამბები

სოფელ კასრისწყალში 84 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 84 წლის ერესტო ღულელაური საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.

თანასოფლელების ინფორმაციით, მამაკაცს შირაქის ველზე საქონელი ყავდა და რადენიმე დღის წინ გაყიდა.

მათივე თქმით, ამ ფაქტის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში მამაკაცი აღარ გამოჩენილა, რის გამოც, მეზობლებმა პოლიციას მიმართეს.

პოლიციამ მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული აღმოაჩინა. წინასწარი ინფორმაციით მამაკაცი სავარაუდოდ დააყაჩაღეს დაშემდეგ მოკლეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, როცა პოლიცია დაკარგულ მამაკაცს ეძებდა. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცი გარდაცვლილი დღეს ნახა.

,,გარდაცვლილი მამაკაცი პოლიციის მიერ იქნა ნაპოვნი. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, რაც გამოიკვეთება იმ მიმართულებით გაგრძელდება გამოძიება”,– განუცხადეს Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.