ავარიას სოფელ ნუკრიანში მცხოვრები 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
თბილისში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ 23 წლის უშიკო ქუფარაშვილს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაცვალა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც ავტომანქანის მოახლოება ვერ იგრძნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ავარიის ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მძღოლი სათვალთვალო ვიდეოკამერების გაშიფვრის შედეგად უკვე იდენტიფიცირებულია და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.