გურჯაანის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური მიმართულების დაფინანსება გაიზრდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტმა 14 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ნატო გონგაძეს თქმით, მთავარი საფინანსო დოკუმენტი გასულ წელთან შედარებით 400 000 ლარით არის გაზრდილი.
,,2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები არის ინფრასტრუქტურა, ასევე სოციალური სფერო. სოციალური პაკეტების დაფინანსება გაიზარდა 100 000 ლარით და მთლიანად შეადგინა 1 მილიონ 650 000 ლარი. ასევე გაიზრდება სკოლამდელი აღზრდის კუთხით დაფინანსება და შეადგენს 3 მილიონამდე ლარს”,- განუცხადა knews.ge-ს ნატო გონგაძემ.