სამოქალაქო ინიციატივების განხილვა საკონსულტაციო საბჭოების ფორმატში
პროექტის ,,ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისათვის” ფარგლებში, ,,მედია ცენტრი კახეთის” ორგანიზებით, ჩატარდა 3 მუნიციპალიტის წარმოამდგენლების შეხვედრა – თელავის, გურჯაანისა და ყვარლის საკონსულტაციო საბჭოების ფორმატში.
შეხვედრის მიზანი იყო 3 სამიზნე მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრის მოწყობა, რომელიც მიმართული იყო საბჭოების სამომავლოდ გაუმჯობესებული მუშაობისკენ.