თელავში ახალი ავტობუსების შემოყვანა 2020 წლისთვის იგეგმება
თელავში ახალი ავტობუსების შემოყვანა 2020 წლისთვის იგეგმება.
მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის თქმით, მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა უახლოეს მომავალში მოეხსნება.
შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, თელავს 10 ახალი ავტობუსი ეყოლება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის განმავლობაში თელავში ავტობუსები შემოვა. გარდა ამისა, მოეწყობა ავტოსადგომი. პროექტის მეორე ეტაპზე, 2020-2021 წლებში კი ავტობუსებს შემოვიყვანთ მთელი მუნიციპალიტეტისთვის. 2021 წლიდან მთლიანად თელავის მუნიციპალიტეტს მოემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი”,-აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას შოთა ნარეკლიშვილმა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, თელავის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 10 ახალი ავტობუსი გადაეცემა. სხვადასხვა რეგიონისა და მუნიციპალიტეტისთვის 175 ავტობუსის ყიდვისთვის გამოყოფილია 17 მილიონი ევრო.