გურჯაანის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა.
მერიაში განმარტავენ, რომ შორენა ნადაშვილი სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.
,,შორენა ნადაშვილმა პირადი განცხადებით დატოვა თანამდებობა. ამ ეტაპზე მის მაგივრად აღნიშნულ პოზიციაზე ჯერ არავინ დანიშნულა. აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, მანამდე კი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობას ლევან წინწალაშვილი შეასრულებს”,- განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შორენა ნადაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობას 2018 წლის მარტის თვიდან იკავებდა.
knews.ge შორენა ნადაშვილთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.