გურჯაანის მერის პირველ მოადგილედ თეიმურაზ ზავრაშვილი დაინიშნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა პირველი მოადგილე წარადგინა. არჩილ ხანდამაშვილმა ვიცე-მერის თანამდებობაზე თეიმურაზ ზავრაშვილი დანიშნა.
ხანდამაშვილის განმარტებით, თეიმურაზ ზავრაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა, როგორც სამოქალაქო, ასევე საქართველოს შეიარაღებული ჯარების სამსახურში.
1997 წელს მან მიიღო პოლკოვნიკის წოდება. ის სხვადასხვა მნიშვნელოვან ჯილდოსთან ერთად ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერია. 2017 წლიდან დღემდე თეიმურაზ ზავრაშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების უფროსად მუშაობდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ლელა თევდორაშვილმა ეს პოსტი დატოვა. მისი პოზიცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილმა დაიკავა. ლელა თევდორაშვილი კი ისევ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებას უხელმძღვანელებს.
თეიმურაზ ზავრაშვილი და სიმონ ქოჩორაშვილი მოვალეობის შესრულებას გუშინ შეუდგნენ.