ახალი ამბებითვითმმართველობა

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა 50 მლნ ლარით გაიზარდა

2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში 50,0 მლნ ლარით გაიზარდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა და შეადგინა 350 მლნ ლარი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დამატებული თანხიდან 18,0 მლნ ლარი მიიმართება მიწის რეგისტრაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის, ხოლო 3,0 მლნ ლარი – მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისთვის.