სოფელ ჯოყოლოში მუთოშვილების გვარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, უხუცესთა კავშირს უნდობლობა გამოუცხადეს
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მუთოშვილების გვარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, უხუცესთა კავშირს უნდობლობა გამოუცხადეს.
ადგილობრივების თქმით, უხუცესების ნაწილს, ხელისუფლება აფინანსებს და კრიზისების დროს, ისინი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ითვალისწინებენ.
მოსახლეობის ერთი ნაწილის აზრით, სასწრაფოდ, გვარებიდან ახალი უხუცესები უნდა დასახელდნენ.
დღესვე, ადგილობრივებმა, ხეობაში 27 ნოემბერს მომხდარი მკვლელობის დეტალები განიხილეს, რასაც 36 წლის ვისური მუთოშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მუთოშვილები ამტკიცებდნენ, რომ ინციდენტის ინიციატორი ქავთარაშვილების მხარე იყო და საქმეში მხოლოდ მათი ოპონენტების ბრალეულობა იკვეთება.
შეხვედრას მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც დაპირისპირებულ მხარეებს, მშვიდობისა და მოლაპარაკებისაკენ მოუწოდა. შეკრებას ხეობის უხუცესები და ქავთარაშვილების ოჯახი არ ესწრებოდა.
ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი