ხადორის ჩანჩქერი პანკისში- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
ხადორის ჩანჩქერი მდებარეობს პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, დედაქალაქიდან 130 კილომეტრში. განსაკუთრებით გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩანჩქერს და მის მიმდებარე ტერიტორიას ბევრი ქართველი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს.
პანკისის ხეობა მდებარეობს მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.