თელავში ფრჩხილის მოვლის სტუდიო გაიხსნა ®
ქალაქ თელავში, ჭავჭავაძის გამზირზე #5 -ში ფრჩხილის მოვლის სტუდიო ,,Beauty Ann Studio’’ გაიხსნა. ფრჩხილის მოვლის მსურველებს სტუდიო მხოლოდ პრემიუმ კლასის და ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებულ მანიკურს და ე.წ. შილაკს შესთავაზებს, რომელიც ჯანსაღი ფრჩხილის გარანტიას იძლევა და არ შეიცავს ფორმალდეჰიდს.
კომპანიის დამფუძნებელი ანა სარქისოვი განმარტავს, რომ მათი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის მანიკურის და პედიკურის მიმართულებით მაღალი დონის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებაა.
კომპანიის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტების მიერ ხორციელდება. თელავის ოფისში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული, რომლებმაც სპეციალური გადამზადება გაიარეს.
,,დავიბადე და გავიზარდე თელავში. ჩემი საქმიანობა და მოღვაწეობა სილამაზის სფეროსთან ახლო კავშირშია. ახლა ვთანამშრომლობ ერთ–ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან, რომელსაც ფრჩხილის მოვლის მიმართულებით პრემიუმ კლასის ბრენდები შემოაქვს საქართველოში. ჩვენი სტუდიოც სწორედ ამ ბრენდებთან არის დაკავშირებული.
სტუდიოს გახსნა სულ მინდოდა, ვფიქრობდი მაღალი კლასის სერვისი შემეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. ვიცი თელაველებს ძალიან უყვართ ხარისხი, თავის მოვლა და მინდოდა მე შემეთავაზებინა ის სერვისი მათთვის, რომელიც აქ არის დეფიციტური.
ფრჩხილის კერატინით დაწყებული პარაფინოთერაპიებით დამთავრებული, ყველა სერვისს შევთავაზებთ თელაველ მომხმარებლებს. გამოვიყენებთ იმ ბრენდის პროდუქციას, რომელიც არ შეიცავს ფორმალდეჰიდს, არ აზიანებს ფრჩხილს და პირიქით კურნავს. მაქსიმაულური აქცენტი გვექნება გაკეთებული მაღალი ხარისხის მომსახურებაზე როგორც მანიკურის, ისე პედიკურის მიმართულებით. მუშაობისას ,,ორლის’’ და ,,სიენდის’’ უმაღლესი ხარისხის ბრენდის პროდუქციას გამოვიყენებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელი იყოს კმაყოფილი’’,- განაცხადა ანა სარქისოვმა.
კომპანიაში დასაქმებული პირების კომპეტენციის ამაღლების მიზნით იგეგმება მასტერ კლასების ჩატარება, რომელსაც ერევნიდან ჩამოყვანილი ცნობილი სპეციალისტი გაუძღვება.
,,იმისთვის, რომ ჩვენი სერვისი იყოს მაღალი ხარისხის, ერევნიდან უძლიერიესი მასტერი, მარიამ ზააქარიანი მოვიწვიეთ, რომელსაც აქვს უფლება გასცეს საერთაშორისო სერტიფიკატი. მას სომხეთში აქვს თავისი სტუდიო და აკადემია, რომელიც ლიდერია ამ დარგში’’,- გვიამბობს ანა სარქისოვი.
ანა სარქისოვი სტუდიოს ბაზაზე ფრჩხილის მოვლის სასწავლო ცენტრის გახსნასაც გეგმავს. მისი თქმით, სტუდენტებისთვის სწავლის ფასი მისაღები იქნება. სემინარებს კი პროფესიონალი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ჩაატარებენ.
,,სტუდიოს ბაზაზე გაიხსნება სასწავლო ცენტრი, რომელიც საერთაშორისო სერტიფიკატს გასცემს. მსურველებს შეეძლებათ აქ ისწავლონ ფრჩხილის მოვლის ტექნიკა. ამაში ჩაერთვებიან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები.
გვაქვს ასევე კონტრაქტი დადებული კომპანიებთან, მათი წარმომადგენლები ჩამოვლენ და ჩაატარებენ სემინარს, რომელზე დასწრების შესაძლებლობა ექნება ყველა ამ სფეროში დასაქმებულს’’,- განაცხადა ანა სარქისოვმა.
სამომავლოდ ,,Beauty Ann Studio’’ საქმიანობის გაფართოვებას, რეგიონის ათვისებას და მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.