თელავის თეატრის წინ კიდევ ორი მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნება
30 ნოემბერს, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მსახიობების ნინო კურტანიძის და ზურა ლომიძის ვარსკვლავები გაიხსნება.
როგორც knews.ge-ს თეატრში განუცხადეს, ღონისძიება 18 საათზე დაიწყება. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
თელავის თეატრის წინ სამი მსახიობის ვენერა ფეიქრიშვილის, თემურ ხუნაშვილისა და ვანო იანტბელიძის ვარსკვლავი უკვე გაიხსნა.