სოფელ გრემში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა ყვარლის მუმიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის დამწვარ ცხედარს მიაგნეს.
ინფორმაცია knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ხანძის შედეგად სხეულის დამწვრობა ოჯახის სამმა წევრმა მიიღო, რომელთაგანაც ერთი არასრულწლოვანია.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთი ქალბატონი მე-2 და მე-3 ხარისხის სხეულის მძიმე დამწვრობით თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, ოჯახის ერთი წევრი კი სათანადო სამდიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ სახლში გაწერეს.
მედიკოსების ინფორმაციით, ამ დრომდე მძიმეა მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც სახის დამწვრობა აღენიშნება. ის მკურნალობას თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გააგრძელებს.
ცნობისთვის, დღეს, სოფელ გრემში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რომელმაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია. ხანძარმა 12 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა გარდაცვლილის დედა, დეიდა და მცირეწლოვანი ძმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.