გრემში ხანძრის დროს დაშავებულ ერთ-ერთ ქალბატონს თბილისში გადაიყვანენ
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის დროს დაშავებულ ერთ-ერთ ქალბატონს თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.
როგორც knews.ge-ს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დაშავებულ ქალბატონს დამწვრობა სახისა და ტანის არეში აქვს მიღებული. ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“ხანძრის დროს დაშავებული ერთ-ერთი ქალბატონი ემზადება თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადასაყვანად. მას ტანისა და სახის არეში აღენიშნება დამწვრობა”, – აღნიშნა ხათუნა ჭონიაშვილმა knews.ge-სთან საუბრისას.
ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში გაჩენილ ხანძარს 12 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდნენ გარდაცვლილის დედა, დეიდა და მცირეწლოვანი ბავშვი. ორსართულიან საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რომელმაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია.
მეხანძრე-მაშველები ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.