გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი შესაძლოა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გახდეს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას სავარაუდოდ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დაიკავებს.
დავით სონღულაშვილი თამარ ხულორდავას შეცვლის. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით knews.ge დავით სონღულაშვილს დაუკავშირდა, თუმცა პარლამენტის წევრი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
დავით სონღულაშვილი ერთ-ერთია იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომელსაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრაში არ მონაწილეობა არ მიუღია.