არჩევნებიახალი ამბები

კალაძე – 2020 წლისთვის შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება

თემა დახურულია, 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში პარტიის გენერალურმა მდივანმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებას არაერთგზის მკაფიოდ გააცნეს საკუთარი დამოკიდებულება იმ პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომლებიც საარჩევნიო სისტემის საკითხის გარშემო განვითარდა.

„ვინაიდან ამ თემის გარშემო კვლავ არ წყდება პოლიტიკური სპეკულაციები, მსურს საზოგადოებას ჩვენი პოზიცია, რამდენიმე გზავნილით კიდევ ერთხელ გავუზიარო: პირველი – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა „ქართული ოცნების“ ცალმხრივი პილიტიკური ინციატივა იყო.

მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობის ძალისხმევისა სამწუხაროდ კანონპროექტმა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მიიღო. აღნიშნული შედეგი მაჟორიტარი დეპუტატების ბუნებრივ წინააღმდეგობასთან ერთად დესტრუქციული ოპოზიციის უპასუხისმგებლო ქმედებებაც განაპირობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარტიის გენერალური მდივნის შეფასებით, შერეული საარჩევნო სისტემა დემოკრატიულ პრინციპებთნ. სრულ თანხვედრაშია

“მეორე – ყველასათვის ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი დღეის მდგომარეობით არ არსებობს

თემა დახურულია – 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება, აქედან გამომდინარე პოლიტიკურმა სპექტრმა მთელი თავისი ძალისხმევა, არჩევნებისთვის მზადებასა და არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებისკენ უნდა მიმართოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.