ლელა მენთეშაშვილი – თელავის მაჟორიტარი დეპუტატები უნდა დადგნენ ხალხის მხარეს და მანდატები დატოვონ
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ,,ევროპული საქართველოდან” თელავის საკრებულოს წევრმა თელავისა და ახმეტის, თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატების გელა სამხარაულისა და ირაკლი სესიაშვილის სამუშაო ოთახზე ბოქლომის დადება სცადა. მას ოთახთან მიახლოვევის შესაძლებლობა სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ლელა მენთეშაშვილის განცხადებით, ის იმ დრომდე დარება ადგილზე, სანამ მაჟორიტარი დეპუტატების სამუშაო ოთახის კარის დაბოქლომებას არ შეძლებს. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
,,მოვედით აქ დეპუტატების სამუშაო ოთახის კარებზე ბოქლომის დასადებად, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად პოლიციის სრული მობილიზება დამხვდა შენობაში. მე, როგორც საკრებულოს წევრი, შემიშვეს შენობაში, თუმცა ჩვენი მხარდამჭერები და ჟურნალისტები ვერ შემოვიდნენ.
მეც ასევე გამიჭირდა ბიუროს კართან მისვლა, რადგან ამისი საშუალება პოლიციამ არ მომცა.
მეც ასევე გამიჭირდა ბიუროს კართან მისვლა, რადგან ამისი საშუალება პოლიციამ არ მომცა.
გელა სამხარაული და ირაკლი სესიაშვილი არიან ხალხის რჩეულები და ვახსენებთ, რომ დადგნენ მათ გვერდით და დატოვონ დეპუტატის მანდატები.
არ აქვს მნიშვნელობა დავაბოქლომებთ თუ არა კარებს. ამ გასაღებით მაინც ხალხი გააღებს იმ კარს, რომელსაც ჰქვია დამოუკიდებელი და პროპორციული არჩევნები, დემოკრატია და დამოუკიდებლობა. ეს იყო სიმბოლური პოზიცია და ვუერთდებით თბილისში მიმდინარ აქციას”, – განუცხადა “კახეთის ხმას” ლელა მენთეშაშვილმა.