ახალი ამბები

როგორი იქნება თელავში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი, რომელიც 2022 წელს გაიხსნება

2022 წლის ბოლოს თელავში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი გაიხსნება.

არქიტექტურული პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „სტუდია 9“-ს ხელმძღვანელი ზურაბ წიკლაური განმარტავს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია და მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

მისი განმარტებით, პროექტს კომპანია „ვივი“ განახორციელებს, რომელიც ამჟამად ინვესტიციისთვის საჭირო თანხის კალკულაციას ახდენს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი თელავში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი მევენახეობა-მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის ადგილზე განხორციელდება.

გარდა ამისა, აღდგება ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული 40 ჰექტარი ვენახი,ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული ლაბორატორიები. პროექტი ითვალისწინებს 150 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს და მუზეუმს.  სამომავლოდ დაგეგმილია ღვინის ქარხნის მშენებლობაც.