სოფელ ჩუმლაყში საოჯახო ტიპის სასტუმრო გაიხსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ცოლ-ქმარმა საოჯახო ტიპის სასტუმრო გახსნა.
ისინი აქამდე საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ და ბიზნესის დაწყების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც სოფელში მარნებისა და ტურისტული ობიექტების რაოდენობა გაიზარდა.
,,ჩვენი საოჯახო სასტუმრო ,,ვაინ ჰაუზ მედაგიო” მცირე ტიპის არის და 4 ნომრიანია. თავიდან გვინდოდა სახლი აგვეშენებინა, შემდეგ როცა გაჩნდა ინტერესი ტურიზმის მიმართ, სოფელში გაიხსნა და ამოქმედდა მარნები, შემოვიდა მეტი ტურისტი, გადავწყვიტეთ საოჯახო ტიპის სასტუმროდ გაგვეკეთებინა. შევეცადეთ შეგვექმნა ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ აქ სტუმარმა თავი კარგად იგრძნოს”,– განაცხადა სასტუმროს მფლობელმა სოფიო ბერულაშვილმა.
ფოტო: ტელეკომპანია გურჯაანი