სოფელ ართანასთან, ალპურ ზონაში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანისა და ფშაველის გამყოფ ქედზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლის ხმელ ბალახს უკიდია.
როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები დილიდან განახლდა. უწყებაში განმარტავენ, რომ დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული.
მესამე დღეა, რაც სოფელ ფშაველისა და ართანის გამყოფ ქედზე ხანძარია. ცეცხლის კერები დასახლებული პუნტქებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული.წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენა სავარაუდოდ დაუდევრობამ გამოიწვია.