ყვარელში გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი თბილისში იპოვეს
გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი და მის თანმხლები ახალგაზრდა მამაკაცი, პოლიციამ თბილისში იპოვა.
ამ დროისათვის, ორივე მათგანი, თბილისში, პოლიციის ერთ- ერთ სამმართველოშია გადაყვანილი.
გოგონას თანმხლები ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ სრულწლოვანია.
პოლიცია გოგონას მთელი დღის განმავლობაში ეძებდა.
შეგახსენებთ, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი საჯაროს სკოლის მოსწავლე, გუშინ გაუჩინარდა.
მომხდარ ფაქტზე , საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლითაა აღძრული.