ახალი ამბები

სოფელ ფშაველისა და ართანის გამყოფ ქედზე ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველისა და ართანის გამყოფ ქედზე ​ხანძარია. ცეცხლი სავარაუდოდ ხმელ ბალახს და ხეებს უკიდია.

როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მესამე დღეა მეხანძრე-მაშეველები ადგილზე იმყოფებიან და ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ ხანძრის კერები სოფლიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით არის და დასახლებულ პუნტქზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძრის გაჩენა სავარაუდოდ დაუდევრობამ გამოიწვია.

,,კახეთში, სოფლებთან ართანასა და ფშაველთან, ალპურ ზონაში შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა. ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ართანასთან მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სხვა კერებზე ტარდება მონიტორინგის სამუშაოები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები საჭირო რეაგირებისთვის მზად არიან. ამ დროისთვის, ხანძრის ტყის მასივზე ან სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს”,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

ფოტო: რუსთავი 2