ლაგოდეხში 325 აბონენტს წყლის გადასახადი ჩამოეწერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 325 აბონენტს სასმელი წყლის მრიცხველზე დარიცხული გადასახადი გაუნულა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიას თქმით, აბონენტებმა ერთობლივი განცხადებით სემეკს გასულ თვეს მიმართეს. აბონენტები ლაგოდეხში სასმელი წყლის ხარისხს გაუმჯობესებას, მრიცხველზე დარიცხული თანხის განულებას და წყალზე დაწესებული ახალი ტარიფის გადახედვას მოითხოვედნენ.
“ლაგოდეხში აბონენტებისთვის წყლის გადასახადის ჩამოწერის გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 5000 ლარით, ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.
სალიცენზიო პირობების დარღვევად კომისიამ მიიჩნია გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რომელიც მიზნად ისახავდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის გამკაცრებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
საჯარო სხდომაზე კომისიამ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ განუსაზღვრა ვადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად”, – განაცხადა კახა ჯამბურიამ.