თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ რევაზ გაიპარაშვილი აირჩიეს
თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილი გახდა.
ის მანამდე ლაგოდეხის საოლქო- საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა.
,,ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი 2018 წლის თებერვლიდან. როცა გავიგე, რომ თელავის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალმახელიძემ დატოვა თანამდებობა და ვაკანსია გამოცხადდა, შევიტანე განაცხადი და ცესკომ ამირჩია ჯერ წევრად და მერე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა – თავმჯდომარედ”,- განუცხადა knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.
თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა ვადაზე ადრე, ოქტომბრის თვეში დატოვა.
გიორგი კალმახელიძეს უფლებამოსილების ვადა 2021 წლის თებერვალში ეწურებოდა. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნიდან დროებით წასვლის გამო მიიღო.
კალმახელიძე თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 2016 წელს აირჩიეს.