ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის ტურისტული შესაძლებლობები
ქალაქ გურჯაანში კინომსახიობ ნატო ვაჩნაძის სახლმუზეუმი 1981 წლიდან ფუნქციონერებს.
მსახიობისა და მისი ოჯახის წევრების პირადი მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები.
მუზეუმში ექსპონატების ნახვის გარდა, ტურისტებს ისტორიულ მარანში ღვინის დაგემოვნებაც შეუძლიათ.
მუზეუმის მენეჯერი, როზა აფციაური ამბობს, რომ ტურისტების რაოდენობა მცირეა, რადგან ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი საქართველოს ტურისტულ მარშრუტში არ არის შეყვანილი. სახლ-მუზეუმსა და მარანშია გადაღებული ცნობილი ქართული ფილმი ,,რაც გინახავს ვეღარ ნახავ”.
,,მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ ძეგლს. ეს სტატუსი მან მიიღო 2002 წელს და ჩვენ ამით ვამაყობთ. გვაქვს ასევე მარანიც, სადაც ტურისტებს შეგვიძლია შევთავაზოთ ღვინის დეგუსტაცია და მივაწოდოთ ინფორმაცია მეღვინეობის ტრადიციაზე, ასევე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩურჩხელა” – განუცხადა knews.ge-ს როზა აფციაურმა.
ნატო ვაჩნაძის დედა პოლონელი იყო, ბებია გერმანელი, დიდი ბებია კი იტალიელი მომღერალი. მუზეუმის თანამშრომელი, მარინა ბარამაშვილი ფიქრობს, რომ ნატო ვაჩნაძის შესახებ ცნობილი ეს ისტორიული ფაქტები შესაძლებელია საინტერესო იყოს უცხოელი ტურისტებისთვის.
იხილეთ “კახეთის ხმის მიერ” მომზადებული ვიდეო: