გურჯაანში მცხოვრები პარასპორტსმენი ზურა ქათამაძე პლანეტის მესამე პრიზიორი გახდა
რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მკლავჭიდში გურჯაანში მცხოვრებმა პარასპორტსმენმა, ზურა ქათამაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს 54 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის, ზურა ერთადერთი სპორტსმენი გახლდათ, რომელმაც ნახევარფინალურ შეხვედრამდე ყველა ორთაბრძოლა, მოიგო.
მისი თქმით, ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში, მსაჯების არაობიქტურობის გამო, რუს მკლავჭიდელთან მარცხი განიცადა და პლანეტის მესამე პრიზიორი გახდა.
ფოტო: ტელეკომპანია გურჯაანი