ახალი ამბები

სოფელ ვაზისუბანში ახალი ტურისტული კომპლექსი წლის ბოლოს გაიხსნება

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ახალი ტურისტული კომპლექსის „ვაზისუბნის მამული“ 2019 წლის ბოლოს გაიხსნება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ადგილზე 46 ჰექტარზე მეღვინეობის კომპლექსი, სასტუმრო და ქარხანა განთავსდება.

„ადგილზე სულხან ჭავჭავაძის ისტორიული სასახლეა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ჩვენ მისი რესტავრაცია გავაკეთეთ და მას პირვანდელი სახე აღვუდგინეთ. კომპლექსში 19 ნომრიანი მაღალი კლასის ბუტიკ სასტუმრო განთავსდება, რომელიც ჯამში 3 სართულიანი იქნება და 35 სტუმარს უმასპინძლებს ,“ – განაცხადეს კომპანიაში.

ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე ქარხანა შენდება, რომელსაც 500 ტონაზე გათვლილი ყურძნის გადამუშავება შეუძლია.