სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ქუშანაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. რვასულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და ტექნიკა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო- სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად, ელექტროგაყვანილობა სახელდება.