ახალი ამბები

თელავში ბაზრის ტერიტორიაზე მაღაზია იწვის

თელავში, ბაზრის ტერიტორიაზე, ძველი ავტოსადგურის წინ ხანძარია. ცეცხლი სათამაშოების მაღაზიაში “პანდაში” გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია სარდაფში არსებული ავეჯი და საბავშვო ტექნიკა. ადგილზე სახანძრო-სამაშველი სამსახურები იმყოფებიან და ცეცლის ჩაქრობას ცდილობენ.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.