გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო
გურჯაანში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება სათანადო ინფრასტრუქტურით და ინვენტარით.
თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.
,,რეგიონებში მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. მუნიციპალიტეტებში დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი დიდია, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები. სწორედ ამიტომ მუნციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ცხოველთა თავშესაფრების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს.
პროექტის ფარგლებში, უკვე დაწყებულია გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა, რომელიც აღნიშნული საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
ცხოველთა თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.
გარდა ამისა, თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის გადასაყვანად. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახლის მოძიების მიზნით ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება”,- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.