ლაგოდეხის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში გახსნილი ოთხივე საარჩევნო უბნის მონაცემები დაითვალა.
როგორც “კახეთის ხმას” ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა, ომარ შველიძეს 1991-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც ხმების 84.4%-ია. “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა მალხაზ მელაშვილმა კი 347 ხმა (14.71%) მიიღო.
პარტიის “მოძრაობა თავისუფალი” საქართველოს კანდიდატზე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლთა 0.89%-მა (21 ხმა) შეაჩერა საკუთარი არჩევანი. რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, საჩივარი არც ერთ უბანზე არ დაწერილა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა 2413-მა მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 57,06%-ია. 4 საარჩევნო უბანზე 4000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აფენის მაჟორიტარ დეპუტატს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი