ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ლაგოდეხის 2 უბანზე ხმების უმრავლესობა ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა მოიპოვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ხმები დათვლილია ლაგოდეხში, აფენის თემის 4 -დან 2 საარჩევნო უბანში. წინასწარი მონაცემებით, 33-ე და 27-ე საარჩევნო უბნებზე ხმათა უმრავლესობა ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა ომარ შველიძემ მოიპოვა.
27-საარჩევნო უბანზე 382 (81.45%) ხმა ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა მარ შველიძემ მოიპოვა, ხოლო ,,ევროპული საქართველოს” კანდიდატმა მალხაზ მელაშვილმა – 87 (18.55%).
ცესკოს მონაცემებით, ლაგოდეხის 33-ე საარჩევნო უბანზე მმართველი პარტიის კანდიდატს ომარ შველიძეს 251 (86.55%) ხმა აქვს, ევროპული საქართველოს კანდიდატს მალხაზ მელაშვილს კი 36 (12.41%) .