არჩევნებიახალი ამბები

ხვალ ლაგოდეხში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

ხვალ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება.
არჩევნები 4 უბანზე სოფელ ჭაბუკიანის 2, აფენის 1 და გვიმრიანის 1 საარჩევნო უბნებზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა უფლებამოსილება და ამ მიზეზით დაინიშნა შუალედური არჩევნები.

საკრებულოს წევრის შესარჩევად სამი კანდიდატია წარდგენილი. ოთხივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 4 224 ამომრჩეველი.