სამბოში 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი სოფელ კონდოლიდან
knews.ge გაგაცნობთ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრებ ახალგაზრდა წარმატებულ სპორტსმენს, ვახტანგ ჩიდრაშვილს, რომელიც გარდა სხვა წარმატებებისა, სამბოში 5 გზის მსოფლიო ჩემპიონია.
სპორტსმენი 2013-დან 2018 წლამდე 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული 11 ტურნირიდან 9 შემთხვევაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
ვახტანგ ჩიდრაშვილი 5 გზის მსოფლიოს ჩემპიონი გასულ წელს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გახდა, სადაც სამბისტმა ფინალში ბელარუსი მეტოქე დაამარცხა.
26 წლის ქართველი მოჭიდავე მსოფლიოს პირველობის ფინალში 5-ჯერ გავიდა და ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა.