ახალი ამბებისტატიები

გურჯაანის ღვინის ფესტივალის გამარჯვებული მეღვინე შვედეთში გაემგზავრება

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე გამარჯვებული ღვინო  “ვაჩნაძიანის ველიდა მეღვინე გივი თავთეთრიშვილი გახდა.

ფესტივალის ერთ-ერთმა სპონსორმა, საქართველოს ბანკმა 200-მდე მეღვინისთვის ლატარია გაათამაშა. გამარჯვებული ლოტოტრონის საშუალებით გამოვლინდა, რომელიც შვედეთში, ღვინის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

მეღვინე ამბობს, რომ ფესტივალი 8-10 ნოემბერს გაიმართება და იგი ორი სახეობის ღვინის, ქვევრის საფერავისა და რქაწითელის წაღებას გეგმავს.

,,საქართველოს ბანკმა’’ დაგვიფინანსა 4 დღით შვედეთში ღვინის ფესტივალზე გამგზავრება. ეს მოულოდნელი და დიდი საჩუქარი ჩვენთვის სტიმულის მომცემია. ჩვენ გვექნება საშუალება 4 დღის განმავლოვბაში მივიღოთ ღვინის ფესტივალზე და გამოფენაში მონაწილეობა. ვფიქრობთ ორი სახეობის ღვინის წაღებას.’’,- განუცხადა knews.ge-ს გივი თავთეთრიშვილმა.

მარანი ,,ვაჩნაძიანის ველი’’ სოფელ ვაჩნაძიანში 2008 წელს შეიქმნა და ამ დროისთვის 6 სახეობის ღვინოს აწარმოებს.  მეღვინეს განმარტებით, ის ღვინოებს ძველი ტრადიციული მეთოდით ქვევრში ამზადებს.

ვაჩნაძიანის  ველი’’ 2008 წელს დაფუძნდა, რომელიც სოფელ ვაჩნაძიანში მდებარეობს და აგრძელებს წინაპრების ტრადიციების განახლებას და შენარჩუნებას. კომპანიის საკუთრებაშია 22 ჰექტარი ვენახი, საიდანაც 8 ჰექტარი არის საფერავის, 10 რქაწითელის, 2 კახური მწვანე და 8 წლის წინ გაშენებული 1 ალადასტურისჯიშის ყურძენი. “ვაჩნაძიანის ველისღვინოები მზადდება ძველი ტრადიციული მეთოდით ქვევრში’’,- აცხადებს გივი თავთეთრიშვილი.

გივი თავთეთრიშვილის თქმით, კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო გერმანიაში ექსპორტზე გადის. მეღვინე ასევე პროდუქციის სხვა ქვეყნებში გატანასაც გეგმავს.

მისი თქმით, 2019 წელს მარნის მიერ წარმოებულმა ქვევრის საფერავმა გერმანიაში, საერთაშორიო გამოფენაზე ,,პარვაინი,, ოქროს მედალი აიღო.

,,ეს ღვინოები ისედაც ექსპორტზე გერმანიაში გადის და შვედეთში ამ ღვინოებთან ერთად ჩვენი ვიზიტი მას უფრო პოპულარულს გახდისიმედი მაქვს, რომ  ჩვენს მიერ წარმოებული ღვინო შვედეთში მოწონებას დაიმსახურებს. ეს ფესტივალი კი შესაძლებლობას მოგვცემს ახალი ექსპორტიორები დავაინტერესოთ.’’