თელავში მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ აქციას გამართავს
მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” აქცია დღეს 5 საათზეა დანიშნული. აქცია ქალაქ თელავის ცენტრში, ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც ორგანიზატორები უკვე ამზადებენ ტრიბუნას გამოსვლებისათვის.
Როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მოძრაობის წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, მათ თელავის მერიას შეატყობინეს დაგეგმილი აქციის შესახებ, მერიამ კი აქციის გამართვაზე უარი უთხრა.
„ ჩვენ უბრალოდ შევატყობინეთ აქციის გამართვის შესახებ, რატომღაც იფიქრეს, რომ ნებართვა ვითხოვეთ იმაზე, რისი კონსტიტუციური უფლება გვაქვს და გამოგვიზგავნეს წერილი, არ გაძლევთ უფლებასო”.
Მოძრაობა “ქვეყნის სამსახურის” წევრები თბილისში თვეების განმავლობაში მართავდნენ აქციას სახელწოდებით “სირცხვილია”. Აქციები მოჰყვა ჯერ რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში, შემდეგ კი 20 ივლისის აქციის დაშლას ძალის გამოყენებით.
Სამოქალო აქტივისტებმა მოგვიანებით მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” დაარსეს და ისინი აქციებს საქართველოს რეგიონებში გეგმავენ. პირველი აქცია დღეს თელავში 17:00 საათზე დაიწყება.